"ლივერპულისა" და ეგვიპტის ეროვნული ნაკრების ფორვარდი მოჰამედ სალაჰი თავის ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ მილიონ ევროზე მეტით დაეხმარა.
"სალაჰმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 20 მილიონი ეგვიპტური ფუტი (1.17 მილიონი ევრო) შემოგვწირა. ეს არის ჭეშმარიტი ეგვიპტელის საქციელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპორტის ისტორიაში სიმბოლური გახდება." - წერს "თვითერზე" ეგვიპტის ყოფილი სპორტის მინისტრი ჰალედ აბდულაზიზი.
შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ჩინეთმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უცნობი პნევმონიის აფეთქებაზე აცნობა. კორონავირუსი სწრაფად გავრცელდა და ამჟამად, ჩინეთის გარდა, 143 ქვეყანაში დაფიქსირდა.
რაც შეეხება ეგვიპტეს, 210 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.
10:01 19-03-2020
სალაჰი ეგვიპტეს კორონავირუსთან ბრძოლაში ერთი მილიონი ევროთი დაეხმარა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ყოჩაღ!!! სამაგალითო ადამიანია!!!
5
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული