ბრაზილიის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა მცველმა კაფუმ ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დონის ფეხბურთელი სამყაროში არავინაა.
"ოსტატობის დონის მიხედვით, ნეიმარის დონის არცერთი ფეხბურთელი არ არის. არც ლიონელ მესი, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან მიყვარს.
ნეიმარი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მან საკუთარ თავზე მეტი უნდა აიღოს, თუმცა ჯერ ლიდერული თვისებები არ ჰყოფნის. არადა, ნეიმარი ბრაზილიის იმედია.
მოგწონთ თუ არა, ნეიმართან ერთად მოედანზე 8 მოწინააღმდეგე მის ზურგს უკან რჩება. ეს კი დამატებითი სივრცეა და იმაზე მიანიშნებს,
რომ ნეიმარი უცხოპლანეტური დონის ფეხბურთელია", - თქვა კაფუმ.
მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით