თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარე რუშთუ რექბერი კლინიკაში მოთავსების შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
აღნიშნულ ინფორმაციას თურქული გამოცემა Milliyet-ი ავრცელებს და წერს, რომ რუშთუს მდგომარეობა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რადიკალურად გაუარესდა.
რექბერის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელის მეუღლემ გასულ კვირაში გაავრცელა.