თურქი ლეგენდა: "ბარსელონასგან" ამას არასდროს დავივიწყებ...

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და თურქეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რუშთუ რექბერმა კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გვერდში დგომისათვის მადლიერება გამოხატა თავისი ყოფილი კლუბის მიმართ.

"კლუბმა საოცარი დახმარება აღმომიჩინა, როგორც საავადმყოფოში ყოფნის დროს, ისე იქიდან გამოწერის შემდეგ. არასდროს დავივიწყებ, რაც "ბარსელონამ" ჩემთვის გააკეთა, როცა კორონავირუსით ვკვდებოდი, მათ ახალი სიცოცხლე მაჩუქეს.

კლუბის მიმართ მუდმივად ვალში ვიქნები. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, განსაკუთრებით, პრეზიდენტ ბართომეუს", - განაცხადა რუშთუმ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუშთუ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა გაუძლო და 6 აპრილს გაწერეს კიდეც.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალი ზოგიერთის დედებისთვის ყიდულობს ბევრ რამეს
ramos
10:34 16-04-2020
5
აბა რეალი ყვავილებსაც არ უყიდდა გულზე დასადებად. :D
კაკო
08:02 16-04-2020
1

სიახლეები პოპულარული