MLS-მა გუნდური ვარჯიშები 24 აპრილამდე აკრძალა

AutoSharing Option
MLS-ის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გუნდურ ვარჯიშებზე აკრძალვა 24 აპრილამდე გახანგრძლივდა.

აღსანიშნავია, რომ ყველა კლუბის სავარჯიშო ბაზა დახურულია. გამონაკლისი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა ფეხბურთელს მოუწევს მკურნალობის ან რეაბილიტაციის კურსის გავლა გუნდის ექიმის მეთვალყურეობით.

12 მარტს MLS-მა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირს 30 დღით აჩერებს. ახალი სეზონი 29 თებერვალს დაიწყო და გაჩერების მომენტში სულ 2 ტური იყო გათამაშებული.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული