ბულგარეთის ნაკრების, "ტოტენჰემ ჰოთსპურის", "ლევერკუზენისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრფორვარდმა დიმიტარ ბერბატოვმა goal.com-თან საუბარში კარიერის მანძილზე საუკეთესო პარტნიორი დაასახელა.
"რუნისა და კინის მსგავსად, ჩვენ ერთმანეთის გვესმოდა. ერთმანეთს უდიდეს პატივს ვცემდით და ვეხმარებოდით, რომ უკეთესები გავმხდარიყავით, გუნდიც გაგვეძლიერებინა.
მე და ფრანსამ ("ლევერკუზენისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი) ძალიან ბევრი გოლი გავიტანეთ. მახსოვს, როგორ გავანადგურეთ "ბაიერნი" ანგარიშით 4:1. მაშინ ორივე ჩვენგანმა დუბლი შეასრულა.
ფრანსამ არც ინგლისური ენა იცოდა და არც გერმანული. ამის გამო მოედანს მიღმა ვერ ვლაპარაკობდით. პირდაპირი მნიშვნელობით ასე იყო. მატჩის
დაწყების შემდეგ კი ყველაფერი ისე იყო, თითქოს ერთად გვეძინა. ძალიან მომწონდა ამ ბიჭთან ერთად თამაში. ეს დაუჯერებელი იყო", - განაცხადა ბერბატოვმა.