"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდის, დიმიტარ ბერბატოვის აზრით, ოლე-გუნარ სოლსკიაერის ცუდ ფორმაში მყოფ გუნდს "ბარსელონა" დასჯის, თუ "წითელმა ეშმაკებმა" კარდინალურად არ გააუმჯობესეს საკუთარი თამაში.
"ძალიან მაწუხებს "იუნაიტედის" ამჟამინდელი ცუდი ფორმა. თუ ჩემპიონთა ლიგაზეც იმავე შეცდომებს გაიმეორებენ, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, "ბარსელონა" მათ დასჯის.
პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა რთული იქნება. წაუგებელი სერიის შემდეგ ოლე-გუნარ სოლსკიაერს ცუდი დრო დაუდგა.
როდესაც ყოველ მატჩს იგებ, გგონია, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, როგორი რეაგირებაა საჭირო მარცხის შემდეგ. მჯერა, რომ ოლე გუნდს "ბარსელონასთან" მატჩისთვის კარგად მოამზადებს.
ფერგიუსონს დიდი მატჩებისთვის ჩვენი მოტივირება არ სჭირდებოდა, მისი ნიჭი და უნარი სწორედ აუტსაიდერების წინააღმდეგ ჩვენში მოტივაციის გაღვივება იყო.
ვაღიარებ, რომ "ბარსელონა" დაპირისპირების ფავორიტია, მაგრამ პსჟ-ც ფავორიტად მიიჩნეოდა და ფეხბურთში წინასწარ არაფერია გადაწყვეტილი.
"იუნაიტედს" შეუძლია, კარგი მატჩი ჩაატაროს, მაგრამ - რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს - მათ ლიონელ მესი უნდა ჩაკეტონ", - განაცხადა ბულგარელმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბარსელონას" ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი რაუნდი 10 აპრილს "ოლდ ტრაფორდზე", მეორე კი 16 აპრილს "კამპ ნოუზე" გაიმართება.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
პოლ პოგბა: სოლსკიაერმა "იუნაიტედს" მოურინიოს დროს დაკარგული თავისუფლება დაუბრუნა
The Daily Mail: სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 6 ფეხბურთელს გაუშვებს
"ყვითელმა სუბმარინამ" 0:2-დან ამოყვინთა, მაგრამ "ბარსელონა" ბოლომდე მაინც ვერ ჩაძირა [VIDEO]