"რონალდო ის ფეხბურთელია, რომლის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი..." - მესი

AutoSharing Option
არგენტინისა და "ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ Daily Mail-თან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სიამოვნებით გადაიხდიდა ფულს, რათა "მანჩესტერ იუნაიტედში" მოთამაშე რონალდოსთვის ეყურებინა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ყველგან შესაძლებლობა აქვს, უმაღლესი "ხარისხის" ფეხბურთელები ჰყავს და რაც მთავარია, ძალიან ბევრი ლეგენდა, მაგრამ თუ არჩევანის წინაშე დავდგებოდი, კრიშტიანოს ავირჩევდი.

რონალდო ის ფეხბურთელია, რომლის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ იმდროინდელი "იუნაიტედის" ლიდერები: რუნი, ტევესი, ბერბატოვი" - განაცხადა მესიმ.

მომზადებულია goal-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
კი ბერბატოვი მესი და რონალდო მაგრები არიან, მაგრამ გელა ნუგზარაშვილის კლასი მაინც სულ სხვაა.
გენა
23:34 13-02-2021
23
ღმერთს მადლობა რომ ამათ ეპოქას მოვესწარით
ომიკო
18:22 13-02-2021
2

სიახლეები პოპულარული