კავანის ახალი გუნდი ცნობილი გახდა და ის გრანდი არ არის

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდი ედინსონ კავანი, სავარაუდოდ, ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობება. თავდამსხმელმა გადაწყვიტა, "პენიაროლში" (ურუგვაის ლიგის გუნდი) გადავიდეს. ინფორმაციას ავრცელებს კლუბის კაპიტანი კრისტიან როდრიგესი, რომელიც ედინსონის მეგობარიც არის.

"დიახ, მას "პენიაროლში" გადმოსვლა უნდა. სხვას ვერაფერს დავამატებდი. თავად დაურეკეთ და გაარკვიეთ", - ციტირებს როდრიგესს Daily Star-ი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავანიმ მიიღო წინადადება "იუვენტუსისგან", მადრიდის "ატლეტიკოსგან" და "ჩელსისგან".

ფეხბურთელმა პსჟ-დან წასვლა მაღალი კონკურენციის გამო მტკიცედ გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გამარჯობა, მადლობა რომ ჩვენ საიტს ადევნებთ თვალს. ნამდვილად სწორი შენიშვნაა. სტატიაში ჩავასწორეთ და აქაც გეტყვით, პენიაროლი ურუგვაის გუნდია.
Sportall
08 აპრილი 2020 12:07
0
რომელი ქვეყნის გუნდია პენიაროლი არ უნდა მიუთითო ავტორ,იქნებ მე სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ და მეხსიერება მღალატობს, მაგრამ შენ რა,პროფესიონალიზმის ნაკლებობა თუ....







ავტორს.
08 აპრილი 2020 10:53
0
ფეხბურთი რომ გაინტერესებს, სპორტულ საიტებზე შედიხარ და ის არ იცი, პენიაროლი რომელი ქვეყნის გუნდია, კარგად ყოფილა შენი საქმე.
ჩაიცვი რეზინის ბოტები და მიხედე საგახაფხულო სამუშაოებს. აკეთე ის, რაც იცი )))
vaxo
08 აპრილი 2020 15:53
0
ყველაფერზე ცინიზმი და საიტის დაცინვა არ შეიძლება. დიდი ამბავი თუ არ მიუთითეს პენიაროლი რომელი ქვეყნის გუნდია.
ჯერი ღრუტუნაშვილი
08 აპრილი 2020 12:17
1
ვახოს ვინც ახლა ინტერესდება ფეხბურთით იმან რა ქნას
ushangi
08 აპრილი 2020 17:52
0

სიახლეები პოპულარული