კავანის ახალი გუნდი ცნობილი გახდა და ის გრანდი არ არის

AutoSharing Option
პსჟ-ის ფორვარდი ედინსონ კავანი, სავარაუდოდ, ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობება. თავდამსხმელმა გადაწყვიტა, "პენიაროლში" (ურუგვაის ლიგის გუნდი) გადავიდეს. ინფორმაციას ავრცელებს კლუბის კაპიტანი კრისტიან როდრიგესი, რომელიც ედინსონის მეგობარიც არის.

"დიახ, მას "პენიაროლში" გადმოსვლა უნდა. სხვას ვერაფერს დავამატებდი. თავად დაურეკეთ და გაარკვიეთ", - ციტირებს როდრიგესს Daily Star-ი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავანიმ მიიღო წინადადება "იუვენტუსისგან", მადრიდის "ატლეტიკოსგან" და "ჩელსისგან".

ფეხბურთელმა პსჟ-დან წასვლა მაღალი კონკურენციის გამო მტკიცედ გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვახოს ვინც ახლა ინტერესდება ფეხბურთით იმან რა ქნას
ushangi
17:52 08-04-2020
0
გამარჯობა, მადლობა რომ ჩვენ საიტს ადევნებთ თვალს. ნამდვილად სწორი შენიშვნაა. სტატიაში ჩავასწორეთ და აქაც გეტყვით, პენიაროლი ურუგვაის გუნდია.
Sportall
12:07 08-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული