ზიდანი და რონალდო ისევ ერთად? ოღონდ არა "რეალში"...

AutoSharing Option
Le10sport.com-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" გუნდის მთარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო სარის სავარაუდო შემცვლელად მადრიდის "რეალის" დამრიგებელი ზინედინ ზიდანის კანდიდატურას განიხილავს.

გამოცემის მიხედვით, ზიზუსა და კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბათ და ამით სარგებლობა "იუვენტუსს" სურს. სტატია წერია, რომ იტალიელები უკვე დაუკავშირდნენ ფრანგ სპეციალისტს.

ფეხბურთელობის დროს ზინედინ ზიდანი "იუვენტუსის" რიგებში 5 წლის განმავლობაში გამოდიოდა - 1996-დან 2001-წლამდე. "ბებერ ქალბატონთან" ერთად ზიდანმა ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი.

თუ ეს ცვლილება განხორციელდა, ზიდანი და კირშტიანო რონალდო კვლავ ერთად იმუშავებენ. არცერთი მათგანი არ მალავს
ერთმანეთით აღფრთოვანებას.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სწორედ ძირითადად ამ ორი ლეგენდის დამსახურებაა იმ სასწაულის რაც რეალში მოხდა,ზედიზედ სამი წელი ჩ.ლ.-ის მოგება ეს მხოლოდ ღმერთის რჩეულებს შეუძლიათ.სულიერად და კაცურადაც იმდენად ძლიერები არიან იუვეშიც უდიდეს საქმეებს გააკეთებენ.
შეუდარებლები ყველა კაცურ საქმეებში.
00:32 21-04-2020
0

სიახლეები პოპულარული