რონალდომ დედას 100-ათასევროიანი "მერსედესი" აჩუქა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ დედას, დოლორეს ავეირუს დედის დღესთან დაკავშირებით Mercedes GLC Coupe აჩუქა.

ავტომობილის ფასი დაახლოებით 100 ათასი ევროა. დოლორესმა მანქანასთან სურათი გადაიღო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და შვილს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

2 მარტს 65 წლის დოლორესმა ინსულტი გადაიტანა და ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. დედის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ რონალდომ ექიმებს მადლობა გადაუხადა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამდენს იმიტომ უხდიან რომ თვითონ 10-ჯერ მეტს გამოიმუშავებენ.
ასეა ეს
04 მაისი 2020 12:37
1
ამ ქალბატონმა მსოფლიოს აჩუქა გამორჩეული სპორტსმენი რომელიც მილიონობით ადამიანს ახარებს თავისი თამაშით.ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას.
ასეა ეს
04 მაისი 2020 10:15
5
ამათი რა ვთქვი რა? ამათ უნდა ქონდეთ მილიონები და მანქანებს ცხვირსახოცებივით ყიდულობენ და ვინც მართლა სხვის სიცოცხლისათვის იბრძვიან მაგ. ჩვენი ექიმები, ამ კორონავირუსთან მიმართებაში, აი ვის უნდა ქონდეთ მილიონები! არ შეიძლება უკვე ამ ფეხბურთელების ასე გაზულუქება.
კახა
03 მაისი 2020 21:46
5
გენა, მესი და როლანდო, რომ მართლა უმაღლესი დონის ფეხბურთელები და ვარსკვლავები არიან რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, მათი ყურება ერთი სიამოვნებაა და დღესდღეობით ამ ორ გიგანტთან ვერ მოდის ვერავინ. უბრალოდ გასაღიზიანებელია ასე აფიშირება ამ მანქანების, (არ გეგონოთ მანქანებზე მაქვს გართულება, ჩემი ერთგული ჯიპიც მეყოფა და მყოფნის კიდევაც) ან რათ უნდათ ამდენი მანქანები ამასაც ვერ ვიგებ და იმიტომაც გავუსვი ხაზი, მართლაც ვისი შრომაც დასაფასებელია ზოგადად ექიმების და ყველა მედ. მუშაკების ამ კატეგორიაზე ნამდვილად არ დამენანება მილიონები. რაც შეეხება ფეხბურთელების ასტრონომიულ ხელფასებს ნამდვილად გადასახედია და შესამცირებელი.
კახა
04 მაისი 2020 11:00
0
რონალდოზე,მესიზე და ასეთ ფენომენებზე ალბათ არ უნდა იყოს საუბარი. აქვთ და კი ბატონო. მაგრამ ზოგადად ფეხბურთში ანაზღაურებების თემა რომ მარაზმამდე მივიდა ფაქტია. მაგალითად რიგითი გუნდის, ვთქვათ, შალკე ან ნორვიჩი ან რავიცი ბორნმუთის ერთი რომელიმე ჩვეულებრივი მოთამაშე, რომლის სახელი და გვარიც არაფერს გვეუბნება და ფაქტიურად მარტო გუნდელებმა იციან, 800 ათას ევროს იღებს წელიწადში. მარაზმია აბა რა.
გენა
04 მაისი 2020 09:56
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული