ბრუნო ფერნანდეში: ვერ გამიგია, ინიესტას "ოქროს ბურთი" რატომ არ აქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის, ანდრეს ინიესტას შესახებ ისაუბრა.

"ინიესტა იყო ის, ვისი თამაშისთვის თვალის მიდევნება მიყვარდა. ინიესტა 8 და 10 ნომრების ნარევი იყო. ეს ის პოზიციაა, რომელზეც ყველაზე კარგად შემიძლია თამაში.

ანდრესი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ბურთის დაჭერა და გარისკვა უყვარს. მიმაჩნია, რომ ინიესტა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ძალიან მიკვირს, რომ მან კარიერა "ოქროს ბურთის" გარეშე დაასრულა. ძალიან რთულია ამის გაგება, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ტიტულის მოგება მოახერხა", - თქვა ბრუნო ფერნანდეშმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
2010 ზე კიდე შეიძლება კამათი მარა 2012? ის საოცარი ევრო და საკლუბო დონეზე გუნდის ლიდერობა ყველა თამაშში. გენია იყო ეს კაცი, ოქროს ბურთი იმიტო მიმაჩნია სამარცხვინო ჯილდოდ რო ამ კაცს არ მოუგია. არადა 2012 ში ვინც დღეს ოქროს იძლევა, ფრანს ფუტბოლის ყველა ჟურრნალისტმა მისცა ხმა ინის. მარა მაშინ ეგ მარტო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იყო საკმარისი რაც მოიგო კიდეც. მარა ოქროში ანგოლას და ტრინიდადის ნაკრებებეის მწვრთნელ-კაპიტნებმა არც იცოდნნენ ვინ იყო ეს კაცი რადგან საკუთარი თავის პიარში 1 ცენტიც არ დაუხარჯავს არასდროს, განსხვავებით მესისგან რონალდოსგან ზიდანისგან და ბევრი სხვისგან. არც აგენტი ყოლია მაგარი (არც დაჭირვებია) და არც ეგოისტი ყოფილა 1 % ითაც კი. ეგ ოქრო ისევე მკიდია როგორც დონს ეკიდა. ჩემთვის ის მაინც საუკეთესოა. ყველაზე დიდი სიამოვნება ამ კაცისგან მივიღე. ზიზუს მერე აღარ მეგონა თუ რამე გამაოცებდა. ელეგანტურობის, ინტელექტის, კაცობის მაგალითი
gagla
08 მაისი 2020 03:03
0
ასპროცენტიანი! ზუსტად ეგ იყო მისი მთავარი ღირსება. არც რეკლამებში, არც რამე ტოქ შოუებში არ პოზირებდა. ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას იღებდა და გულშემატკივარსაც იგივეს ანიჭებდა. მოედანზეც უკონფლიქტო და ნამდვილი ჯენტლმენი იყო
: )))))))
08 მაისი 2020 14:39
0
როგორც მინიმუმ, 2010-ში ეკუთვნოდა, მაგრამ მესიმანიამ გადასძლია საღ აზრს.
makushita
05 მაისი 2020 21:55
1
ინიესტას იმპერიოდში მოუწია ფეხბურთის თამაში,როცა ორი ბრწყინვალე თავდამსხმელი ,მესი და რონალდო,ფორმის პიკში იყვნენ.ცოტა ადრეც თამაშობდა,მაგრამ მაშინ თვითონ არ იყო ჯერ მომწიფებული ბოლომდე.თავდამსხმელი თამაში ყოველთვის უფრო მეტად ფასობდა,თან მის გვერდით,მასაზე არა ნაკლები ხავიც თამაშობდა.ვინც ტირულების მიხედვით შეაფაებს ფეხბურთელს,შეიძლება სხავანაირად შეხედოს,მაგრამ ვისაც მისი თამაში უნახავს,ზუსტად ისევე,როგორც ხავის თამაში,დამეთანხმება,რომ ისინი ჯამურად იმსახურებდნენ სულ ცოტა 2-2 ოქროს ბურთს მაინც.მათი არ ქონით, ჩემ თვალში,გრამიც კი არ აკლდებათ არც ხავის და არც ინიესტას.უფრო პირიქით.ხავი, ინიესტა, მესი.ეს ხომ ზღაპარი იყო.მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელი,გამთამაშებელი, ერთ გუნდში,ერთ სათამაშო რგოლში....ეს კიდევ გამეორდება?არა მგონია.
სოსო
05 მაისი 2020 12:15
0
გეთანხმები, უბრალოდ ჩემი პირადი სიმპათია უფრო ინიესტასკენ იხრება. თბილისში საკუთარი თვალით დავინახე, როგორ იყო დამოკიდებული მასზე მთელი გუნდის თამაში - შეცვალეს თუ არა, ეგრევე მოეშვა ბარსელონა. რა თქმა უნდა, ოქროს ბურთი სულ ოდნავადაც ვერ შეცვლის მის დიდ ფეხბურთელობას. იგივე ეხება ხავისაც, უბრალოდ ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების წარმატებების საიდუმლო პირადად ამ ლეგენდას უკავშირდება
: )))))))
05 მაისი 2020 13:19
0
ასპროცენტიანი შეფასება და ლოგიკური შეკითხვა.მართლაც 8და 10 ნომრების ნაზავი, თავის პოზიციაზე ბოლო პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელი, ლეგენდარული ანდრეს ინიესტა!
: )))))))
04 მაისი 2020 15:44
1

სიახლეები პოპულარული