ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გუნდისა და "ტორონტოს" ფორვარდმა ჯოზი ალტიდორმა პენტაგონის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე ისაუბრა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაასაჯაროვა 2004 და 2015 წლებში გადაღებული ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია აღბეჭდილი.
"ეს რა გიჟურია. ვფიქრობ, რომ ხალხი საჭირო ყურადღებას არ უთმობს აღნიშნულ ამბავს. აშშ-ის ხელისუფლებამ სულ ახლახან გაგვანდო ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ და ყურსაც არავინ იბერტყავს.
ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რამდენად გიჟურია ახლანდელი რეალობა. საკუთარი თვალებით ვნახეთ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, თუმცა ხალხს კორონავირუსის გამო სულ ფეხებზე ჰკიდია.
"ტვიტერზე" ამ საკითხის შესახებ იმიტომ
დავწერე, რომ მიმაჩნია, ამის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს.
არ ვიცი, რა ვიფიქრო უცხოპლანეტელების შესახებ, მაგრამ ეს ვიდეოკადრები აჩვენებს, რომ რაღაც მართლაც არსებობს. სხვაგვარად რომ იყოს საქმე, ამ ჩანაწერებს არ გვიჩვენებდნენ. ყველაფერი გარკვევით ჩანს", - განაცხადა "აზ ალკმაარის" ყოფილმა ფორვარდმა.