"გენტის" თავდამსხმელის შეძენას "ინტერი" შეეცდება

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, "ინტერი" "გენტის" თავდამსხმელ ჯონათან დავიდის შეძენის ვარიანტს განიხილავს.

გამოცემის მტკიცებით, კანადელ ფორვარდს უკეთეს ლიგაში თამაში სურს, ბელგიური კლუბიც თანახმაა გაუშვას, მაგრამ 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

ამ სეზიონში 20 წლის დავიდმა "გენტში" 40 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან კანადის ნაკრებშიც არაერთხელ გამოიჩინა თავი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონათანის სამსახურით "არსენალი" და "დორტმუნდი" არიან დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Beqa
10 მაისი 2020 09:55
0
Gijo
10 მაისი 2020 09:54
0
ამერიკაში დაიბადა და თამაშობს კანადის ნაკრებში და ბელგიელი სპორტალზე გახდა?
მიხაელ
09 მაისი 2020 22:45
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული