უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი რამზან კადიროვი მოსკოვში გადაიყვანეს

AutoSharing Option
Baza-ს ცნობით, ეჭვობენ, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც გროზნოს "ახმატის" საპატიო პრეზიდენტია, კორონავირუსით დაინფიცირდა.

კადიროვი 20 მაისს თვითმფრინავით სასწრაფოდ მოსკოვში გადაიყვანეს და ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს.

კადიროვმა თავი შეუძლოდ რამდენიმე დღის წინ იგრძნო, მოგვიანებით კი მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ექიმებმა სამკურნალოდ მოსკოვში გამგზავრება ურჩიეს.

ამტკიცებენ, რომ კადიროვს ფილტვების პარალიზების დიაგნოზი დაუსვეს. COVID-19-ის დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ.

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 317 554 შემთხვევა დაფიქსირდა. 92 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 099 გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვილოცოთ მისთვის? :D
ემრე
22 მაისი 2020 00:13
7
მოწყინდა მოსკოვს ალბათ კადიროვის ჰეგემონია.
ნუგზარ ღუღუნიშვილი
21 მაისი 2020 22:38
2
აბა კორონა არ არისო,კორონასაც ბოდიში ახდევინეს...;)
Maxo
21 მაისი 2020 20:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული