"მის ბუმ-ბუმ 2019" სიუზი კორტესი "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის დიდი ფანი იყო და არგენტინელმა მეუღლის, ანტონელა როკუცოს თხოვნით, ის "ინსტაგრამზე" დაბლოკა.
თუმცა Playboy-ს ვარსკვლავი ლეოს მაისურებით სურათების დემონსტრირებას აგრძელებდა, ახლა კი შთაგონების სხვა წყარო გაუჩნდა. უნდა ითქვას, არანაკლებ ეფექტური - დევიდ ბექჰემსა და მის კლუბზე, "ინტერ მაიამიზე" გადაერთო.
ეს სიუზისთვის მომგებიანია, რამეთუ შესაძლოა, მეტი ყურადღებაც მიიპყროს. თანაც, მაიამის გუნდის ვარდისფერელემენტებიანი ფორმა საკმაოდ მიმზიდველია.
სიუზი ამბობს, რომ კარანტინის დასრულებისთანავე აშშ-ში გაემგზავრება და მაიამის ერთ-ერთ ტელეარხზე დაიწყებს მუშაობას. მოკლედ, ახლა სანერვიულო ვიქტორია ბექჰემს
გაუჩნდება.
სიუზი ამბობს, რომ კარანტინის დასრულებისთანავე აშშ-ში გაემგზავრება და მაიამის ერთ-ერთ ტელეარხზე დაიწყებს მუშაობას. მოკლედ, ახლა სანერვიულო ვიქტორია ბექჰემს