ფეხბურთის ისტორიაში პირველად - შოტლანდიურმა "ლივინგსტონმა" მეკარის ბედის გადაწყვეტა ფანებს მიანდო

AutoSharing Option
შოტლანდიის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის კლუბ "ლივინგსტონსა" და გუნდის მეკარე გერი მეილის შორის ხელშეკრულებას ვადა 31 მაისს გასდის და ორგანიზაციამ ფეხბურთელის ბედი ფანებს მიანდო.

"ლივინგსტონმა" "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე პოსტი განათავსა და თან გამოკითხვის ფორმაც დაურთო, რომელშიც მოცემულია მხოლოდ ორი პასუხი: "შევთავაზოთ კონტრაქტი" და "გავუშვათ გუნდიდან".

"სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთი რამ ფეხბურთის ისტორიაში პირველად ხდება. ჩვენ გაძლევთ შანსს, გადაწყვიტოთ მეკარე გერი მეილის მომავალი. თქვენ უნდა თქვათ საბოლოო სიტყვა - გავუშვათ გუნდიდან თუ ახალი კონტრაქტი შევთავაზოთ", - წერია კლუბის პოსტში.

მიმდინარე სეზონში 37
წლის მეილიმ 1 შეხვედრა ჩაატარა შოტლანდიის თასზე "ლივინგსტონის" ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში და 3 გოლი გაუშვა.

"ლივინგსტონმა" კი 30 ჩატარებულ ტურში 39 ქულა დააგროვა და "ჩემპიონშიფის" სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ სისტემა ჩვენთან რო დავნერგოთ 99% სახლში წავა მარა კაია იმ ვარიანტშირო გეგქნება ამბიცია კარგ ფორმაში იყო და არავინ დააკლიკოს წადი სახლში იქნებ ასე მაინც ეშველოს ქართულ სიზარმაცეს
ნოდო
15:08 26-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული