ნეიმარმა დედის 12-ნაკერდადებულ საყვარელს ჰომოსექსუალი უწოდა - მას ლგბტ აქტივისტი უჩივლებს

AutoSharing Option
სერიალი "ნეიმარის დედისა და მისი საყვარლის საოცარი თავგადასავალი" გრძელდება

ამ დილით ცნობილი გახდა, რომ 2 ივნისს პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის დედის, ნადინ გონსალვესის გულისსწორი, 22 წლის კიბერსპორტსმენი ტიაგო რამოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ხელზე 12 ნაკერი დაადეს, მეორე დღეს კი სახლში გაწერეს. ნადინმა განაცხადა, რომ ტიაგო გაბრაზდა, ფანჯრის მინა ხელით ჩაამსხვრია და ამის შედეგად მიიღო ჭრილობები. მეზობლები კი ამტკიცებენ, რომ ჩხუბს ჰქონდა ადგილი, ნადინმა ტიაგოს ხელი ჰკრა და კიბეებზე დააგორა.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, მომხდარმა ფაქტმა ფეხბურთელი აღაშფოთა და ტიაგოს ჰომოსექსუალი უწოდა, რომელიც
სინამდვილეში ღია ბისექსუალია. ნეიმარს მეგობრებმა მოუწოდეს, ხელზე 12-ნაკერდადებულ ტიაგოს უკან დიდი ჯოხი გაუკეთოს და მოკლას.

ამტკიცებენ, რომ ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც არსებობს.

ლგბტ აქტივისტმა აგრიპინო მაგელანმა ნეიმარის ნათქვამის ჰომოფობიაზე შემოწმება იურისტს სთხოვა. თუ იურისტმა რაიმე ხელჩასაჭიდი იპოვა, მაგელანი ფეხბურთელს სასამართლოში უჩივლებს.

საერთოდ კი, ტიაგო ბალზაკის ასაკის ქალების დიდი მოყვარულია - 2019 წლის ოქტომბერში ბრალი თავის 44 წლის საყვარელზე თავდასხმაში ედებოდა, რომელსაც 8 თვის განმავლობაში ხვდებოდა. ქალი მაშინ ამბობდა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბიჭო ნეი ეგ რამ გათქმევინა? ბაია პატარაიას ვერ გადაურჩები. ვაა სულ შარში როგორ ებმევი?
ვასკა
07:59 09-06-2020
0
აბა დაიწყოოოო მომდევნო სერიებიიი. პოპკორნი ხელში და ჩავუჯდეთ კომპიუტერს.
ნეტავ რამდენ სერიაა ეს ფილმი ხომ არ იცით?
08:11 09-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული