XX საუკუნის ნაკრები VS XXI საუკუნის ნაკრები - რომელი მოიგებს?

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიაში, დროის ნებისმიერ მომენტში არიან განსაკუთრებულად წარმატებული ფეხბურთელები. გასული საუკუნის ფეხბურთელები არაფრით ჩამოუვარდებიან დღევანდელ სპორტსმენებს. მეტიც, ზოგიერთი აღემატება კიდეც. ბევრ ინოვაციას სწორედ მეოცე საუკუნის ფეხბურთელებს უნდა ვუმადლოდეთ. 

საინტერესო იქნებოდა, ფორმის პიკში ისინი ერთმანეთს რომ შეხვედროდნენ, რა შედეგს მივიღებდით? დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ XX და XXI საუკუნის ნაკრებების თეორიულ მატჩზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობდნენ ორივე საუკუნის პერიოდში, მოხვდებიან იმ ნაკრებში, რომელ პერიოდშიც უფრო პროდუქტიულები იყვნენ.

კომენტარებში კი შეგიძლიათ დაწეროთ ნაკრებების თქვენებური ვერსიები.

XX საუკუნის ნაკრები:
მეკარე: ლევ იაშინი
ვფიქრობ,
იაშინის კანდიდატურა არავისთვის იყო მოულოდნელი. ლევი, უდავოდ, გასული საუკუნის საუკეთესო მეკარეა, ზოგიერთი კი მას ყველა დროის საუკეთესოდაც მიიჩნევს.

დაცვა: 
კაფუ - რომელიც იქნება მარჯვენა მცველი. ფრანც ბეკენბაუერი და ალბერტო ტორესი ცენტრალურ მცველებად ითამაშებენ, ხოლო მარცხება ფლანგს პაოლო მალდინი დაიცავს. 

ნახევარდაცვა:
იოჰან კრუიფი - მარჯვნიდან, საყრდენად - პეპ გვარდიოლა, შემტევ ნახევარმცველად ბობი ჩარლტონი მოგვევლინება, ხოლო მარცხნივ - დი სტეფანო.

შეტევა:
აქ, ალბათ, საუკეთესო დუეტს პელე და მარადონა შეასრულებენ.

სათადარიგო სკამზე იქნებიან:
გარინჩა, ფრენც პუშკაში, ზინედინ ზიდანი, მიშელ პლატინი, რონალდ კუმანი, ფერნანდო იერო, დინო ძოფი.

მოწინააღმდეგე მხარე არანაკლებ საინტერესოდ გამოიყურება.

მეკარე: ჯერჯერობით 21-ე საუკუნეში საუკეთესო ჯანლუიჯი ბუფონია.

დაცვა: მარცხნივ ითამაშებს რობერტო კარლოსი, ცენტრში -ფაბიო კანავარო და ნესტა  ითამაშებენ, მარჯვნივ კი - დანი ალვეში. 

ნახევარდაცვა: რონალდინიო, ხავი და ანდრეა პირლო.

შეტევა: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და რონალდო. 

სათადარიგო სკამი:
იკერ კასილასი, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი, ინიესტა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მომზადებულია zen-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 19 /
ვინც აუცილებლად უნდა იყოს არამხოლოდ ნაკრებში, არამედ ძირითადში არის ტიერი ანრი... ხავიერ ძანეტი და ლუის სუარესი თუ ზამენასაც არ იმსახურებს ნამდვილად არ ვიცი. ნუ ერიკ კანტონა უკვე ინტელექტის ამბავია.
sul2
23:35 13-06-2020
1
იმ გუნდის დედა რა ვთქვი გვარდიოლა რო სასტავში იქნება და ზიდანი სკამზე))))))კიდე ბევრი სისულელეა
BOSS
22:59 13-06-2020
0

სიახლეები პოპულარული