რუსეთში კორონავირუსი მძვინვარებს, ჩემპიონატს კი მაინც არ აჩერებენ

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო შეჩერებული რუსეთის პრემიერლიგა 19 ივნისს განახლდა, თუმცა რამდენიმე გუნდში ეპიდემიის შემთხვევები დაფიქსირდა.

"როსტოვში" Covid 19-ით არაერთი ფეხბურთელი დაინფიცირდა, პირველი და მეორე გუნდი კარანტინში გამოკეტეს, "სოჭისთან" კი ჭაბუკთა გუნდით ითამაშეს და 1:10 წააგეს.

Metaratings-ი იტყობინება, რომ მოსკოვის "დინამოში" კორონავირუსის აფეთქებას აქვს ადგილი და 23-ე ტურში "კრასნოდართან" მატჩის ჩასატარებლად ვერ გაემგზავრნენ. გუნდი კლუბის ბაზაზეა ჩაკეტილი. შეხვედრას ალბათ, გადაიტანენ, თუ არადა "დინამოს" დუბლებით მოუწევს თამაში.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონვირუსით დაინფიცირების შემთხვევა "უფაშიც" დაფიქსირდა, თუმცა ბაშკირეთის კლუბი ამას არ ადასტურებს.

მიუხედავად მძიმე
ვითარებისა, რუსეთის ფეხბურთის კავშირი ტურნირის კვლავ შეჩერებას არ აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული