მესი, რონალდო (ორივე), კაკა, რონალდინიო - მათ კარიერაში ერთხელ მაინც აქვთ მოგებული "ოქროს ბურთი". თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა წელს ყველაზე მეტად იმსახურებდნენ ამ პრიზის მოგებას, თუმცა რაღაც მიზეზების გამო არ უმართლებდათ. გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა ხუთეულს, რომლებსაც ეს ჯილდო აუცილებლად უნდა აეღოთ.
5. რაიან გიგზი
გიგზი პრემიერლიგის აქტიური ფეხბურთელი 2013/14 წლების სეზონამდე იყო. მან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, 1990 წელს, პრემიერლიგაში 650 მატჩი ჩაატარა და "მანჩესტერის" ერთგული კარიერის ბოლომდე დარჩა. ისტორიაში სულ 3 ფეხბურთელია, ვინც 600-ზე მეტი მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, თუმცა გიგზი
მათ მოგებული ჯილდოებით აღემატება. დღეს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება წარმოუდგენლად ჩანს.
4. გაბრიელ ბატისტუტა
თავდამსხმელი 54 გოლით წლების განმავლობაში იყო არგენტინის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ლიონელ მესიმ მისი რეკორდი გაიმეორა და შემდეგ მოხსნა კიდეც. გაბრიელი - სწრაფად განვითარებადი ფეხბურთელი იყო, რომელსაც თამაშის თავისებური ხედვა ჰქონდა. ის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შრომისმოყვარე მოთამაშე იყო. განსაკუთრებით ცნობილია თავის ტექნიკით, ბურთთან მუშაობით და ერთი-ერთზე თამაშით. გოლები გაჰქონდა ორივე ფეხით და მოედნის ბრწყინვალე ხედვის ხარჯზე შეეძლო მიხვედრილიყო, თუ რას მოიმოქმედებდნენ მოწინააღმდეგეები. ამიტომ მცველებზე ერთი ნაბიჯით წინ იყო. სამწუხაროდ, თავდამსხმელი ტრავმებისკენ იყო მიდრეკილი, რამაც მის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა.
3. ტიერი ანრი
ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ თუ ანრი "არსენალში" დარჩებოდა, ის მიიღებდა "ოქროს ბურთს", თუმცა ამას უკვე ვერასდროს გავიგებთ. ინგლისის პრემიერლიგაში მან 7 ტიტული მოიგო, ისევე, როგორც ესპანეთში, მაგრამ პირადი მიღწევები ვერ განავითარა. "ოქროს ბურთის" ნომინაციაში ის 2-ჯერ იყო საუკეთესო სამეულში, თუმცა ვერანაირად ვერ მიიღო ნანატრი ტიტული.
2. ალესანდრო დელ პიერო
ალესანდრო - იტალიური ფეხბურთის უდავო სიმბოლოა. მან "იუვენტუსში" 19 სეზონი ჩაატარა. ტიტულების კოლექციაში მას აქვს: სერია A-ს 6, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის თასები. იტალიის ჩემპიონატში 500-ზე მეტი შეხვედრა გამართა და არის "იუვენტუსის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.
1. ხავი
მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის 4-გზის ჩემპიონი, ესპანეთის 8-გზის ჩემპიონი - კიდევ რამე აკლია ამ სიას? დიახ, "ოქროს ბურთი", რომლის მოგება ხავის შეეძლო, თუმცა...
ახლა ის 40 წლისაა და ყატარის კლუბს წვრთნის. ადრე თუ გვიან ევროპაში გადმობარგდება და დიდი ალბათობით, თავის ჩემპიონ გუნდს შექმნის.
კომენტარებში შეგიძლიათ თქვენებური ვერსიაც შემოგვთავაზოთ, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება.