ჯაშუშობის ბრალდებით მოსკოვში ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი დააკავეს

AutoSharing Option
თავისი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, მოსკოვში ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი ვასილი ვასილენკო დააკავეს, - იტყობინება ТАСС-ი.

"ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად დაადგინა უკრაინის მოქალაქის, ვასილი ივანეს ძე ვასილენკოს მონაწილეობა ჯაშუშობის დანაშაულში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე სტატია). მას ბრალი წაუყენეს და მოსკოვის ერთ-ერთ სამძებრო იზოლატორში გადაიყვანეს", - ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოების წყარო ავრცელებს.

1967 წელს დაბადებული ვასილენკო მცველი იყო და 1992-2001 წლებში უკრაინის დაბალი ლიგის გუნდებში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული