ხუთი ცვლილების წესი შემდეგ სეზონშიც იქნება

AutoSharing Option
ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭო, რომელიც ფეხბურთის წესების რეგულირებით არის დაკავებული, 2020/21 წლების სეზონშიც 5 ცვლილების წესს ძალაში დატოვებს.

5 ცვლილების წესი კორონავირუსის პანდემიის დასრულების და ფეხბურთის განახლების შემდეგ შეიმუშავეს. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ფეხბურთელებს არ ჰქონოდათ დიდი დატვირთვა და თავი აერიდებინათ ტრავმებისთვის.

The Athletic-ის ინფორმაციით, ნებისმიერი ლიგა თავად გადაწყვეტს, გამოიყენებს თუ არა 5 ცვლილების წესს.

ადრე ცნობილი გახდა, რომ 5 ცვლილების წესი ევრო 2020-ზეც იქნება, რომელიც 2021 წელს ჩატარდება.



მკითხველის კომენტარები / 1 /
და რატომ 10იც არა... ოღონდ ცვლილებების დროს დრო უნდა ჩერდებოდეს
0

სიახლეები პოპულარული