მსაჯმა ფეხბურთელს პირდაპირ სახეში უთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რა არ ხდება ჩვენს ჩრდილოელ, სეზონურად მზიან მეზობელთან და ამას კიდევ ერთი "ლამაზი" ფაქტი დაემატა - ერთ-ერთი მატჩის დროს მთავარი მსაჯის ასისტენტმა ფეხბურთელს პირდაპირ სახეში უთავაზა.
ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს მოსკოვის "სახალინეცი" და მახაჭყალის "ლეგიონ დინამო" ხვდებოდნენ, როცა ლაინსმენმა მოსკოვური კლუბის ფეხბურთელთან შელაპარაკების შემდეგ, არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ სახეში დაარტყა.

აღნიშნული ეპიზოდი ტრიბუნებზე მყოფმა გულშემატკივრებმა გადაიღეს. აღსანიშნავია, გავრცელდა სხვა ვიდეოკადრებიც, სადაც მეორე ლაინსმენი თამაშის მიმდინარეობისას მობილურ ტელეფონზე საუბრობდა...

მართალია, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა ნათელია, რომ ამ მატჩში პროფესიონალიზმმა
იმარჯვა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
Მგონი კარგი ქნა მსაჯმა. Სპორტული პოლიტკორწქტულობის შედეგად ფეხბურთი მტირალა ბლატნოი ბიჭების საძოვრად იქცა.
Ლუკა
22:45 15-07-2020
0
მოსკოვის "სახალინეცი" და მახაჭყალის "ლეგიონ დინამო"
ვისაც სსრკ-ში გვიცხოვრია, ამაზე რომ არ გაიცინოს, შეუძლებელია.
ჰაჰა
17:04 14-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული