გადაყენებული ჰუსეინ ჩიმშირის ნაცვლად "ტრაბზონსპორის" მწვრთნელად 48 წლის ინგლისელი ედი ნიუტონი დანიშნეს, რომელიც იქამდე მწვრთნელის თანაშემწე იყო და უკანასკნელ 2 მატჩში უხელმძღვანელა გუნდს, - იტყობინება "ფანატიკი".
ის ადრე "ჩელსიში" 7 წელი კარლო ანჩელოტისთან, ჟოზე მოურინიოსთან, მაურიციო სარისთან, რობერტო დი მატეოსთან, გუს ჰიდინკთან და ანდრე ვილაშ ბოაშთან მუშაობდა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტრაბზონსპორის" მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის კანდიდატურა განიხილებოდა.