ვან პერსიმ ადვოკატს უარი ვერ უთხრა და მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
ჰოლანდიელი ყოფილი ფორვარდი რობინ ვან პერსი "ფეინორდის" მწვრთნელი გახდა.

ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

"სიმართლე გითხრათ, სამწვრთნელო შტაბს ჯერ კიდევ გასულ სეზონში უნდა შევმატებოდი, მაგრამ ხელი კორონავირუსმა შეგვიშალა. ახლა კი დიკ ადვოკატმა დამირეკა და მოსვლა მთხოვა. დიკს უარს ვერ ვეტყოდი." - ციტირებს ვან პერსის კლუბის პრესსამსახური. 

რობინი "ფეინორდის" აღზრდილია და კარიერის უკანასკნელი წელიწად-ნახევარიც როტერდამულ გუნდში გაატარა. შემდეგ სატელევიზიო ექსპერტად მუშაობდა. 

altვან პერსიმ "ოქროს ბურთის" ნომინანტებში რონალდო და მესი არ დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ადვოკატს არა პროკურორს
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული