წიტაიშვილს კიევის "დინამოს" ლიდერობა უნდა, საქართველოს ნაკრებში თამაში - არა

AutoSharing Option
არ გაიცვლების სამშობლო სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!...
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა…
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!…

კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია გიორგი წიტაიშვილი. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონიც გახდა, სადაც ფინალში ჩინებული გოლი გაიტანა; ამბიციურიცაა, კიევის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებასაც ცდილობს; საუბარიც ეხერხება და მწვრთნელთან რევერანსების გაკეთებაც. ამას წინათ მირჩა ლუჩესკუ აქო და ადიდა. მოკლედ, მიზანდასახულია, ლიდერული თვისებებიც გააჩნია, მაგრამ ზედმეტად პრაგმატულია. ადრე განაცხადა, რომ ეროვნებით ქართველია, მაგრამ
უკრაინამ მეტი მისცა და ამ ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა სურს. არ მეგულება ერთი სუბიექტის, გიორგი ჯიქიას (ადრე თქვა, ქართველი არ ვარო) გარდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "ჯვაროსანთა" რიგებში თამაშზე არ ოცნებობდეს. რას იზამ, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობენ და გიორგიც, ალბათ, ერთ-ერთი მათგანია. სამშობლო მიცემ-მოცემობით არ იზომება და ვისაც ეს არ ესმის, ახსნასაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. არჩევანში ხომ ყველა თავისუფალია. თუმცა, ეგებ გამოერკვეს და შემდეგ სანანებლად არ გაუხდეს საქმე, თორემ ჩვენს ეროვნულ გუნდს მის გარეშეც უარსებია და როგორმე იარსებებს კიდეც, სახვეწარი კი არავისთან არაფერი გვჭირს.

მან წინასასეზონო მზადებისას შემდეგი განაცხადა: "ახლა ჩვენი ამოცანაა პრესინგიდან გამოსვლა და მოწინააღმდეგის პრესინგი კარგად ვისწავლოთ. ამიტომ ვიწრო მოედანზე ვვარჯიშობდით, რათა ერთად ბევრნი ვყოფილიყავით, არ ყოფილიყო ზედმეტი ზონა და ჩვენი მცველები ამას მიჩვეულიყვნენ.

როდესაც მწვრთნელი გვესაუბრება, ეს ყოველთვის დიდი მოტივაციაა. ასეთი გამოცდილი დამრიგებელი ხომ დიდი იშვიათობაა. ყველაფერს, რასაც გვეუბნება, მყისებრ აღვიქვამთ და ვიმახსოვრებთ, რადგან აქ, პირველ რიგში, ჩვენ დასახმარებლად მოვიდა.

ჩემი მიზანია "დინამოს" ლიდერი გავხდე. ჩემთვის ეს მშობლიური კლუბია, რომელმაც ბევრი რამ მომცა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მინდა აქ მაქსიმალურ შედეგებს არა მარტო ჩემთვის, არამედ გუნდისთვის მივაღწიო და გუნდის ისტორიაში შევიდეთ", - ციტირებს წიტაიშვილს კლუბის საიტი.

გუნდის ლიდერად გახდომის შანსის გამოყენების დაწყების შესაძლებლობა კი მას უკვე 21 აგვისტოდან მიეცემა, როდესაც უკრაინის მორიგი ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ჰოდა, ვნახოთ, გახდება თუ არა "დინამოს" ლიდერი და საბოლოოდ რომელ ნაკრებს აირჩევს.

მკითხველის კომენტარები / 46 /
დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო! როგორიც აღზარდეს, ისეთი გამოვიდა. ამისი ოჯახი რა ვთქვა რა.
ანდაზა
21 აგვისტო 2020 00:30
1
მე რასაც დავაკვირდი ძალიან მაგარი მლიქვნელი და კარიერისტი ფეხბურთელია როცა დინამოს დუბლებში იყო და ყურადღებას არავინ არ აქცევდა მაშინ სულ იმას იძახდა საქართველოს ნაკრებში მინდა თამაშიო ჩემი ოცნებაოო და მერე რომ წაიყვანეს უკრაინის ასაკობრივთან ერთად იქ თავი გამოიჩინა და კლუბშიც, რომ დააწინაურეს მერე დაავიწყდაა ყველაფერი და უკრაინის პატრიოტი გახდაა სიმართლე ისაა, რომ ამ ბიჭს და ამისნაირებს ნაკრები სჭირდება საკლუბო კარიერისთვის ახლა იმედი აქვს დინამოში დაიმკვიდრებს ადგილს და მერე შევჩენკოო წაიყვანს ევროპის ჩემპიონატზე და იქ კარგი თამაშის მერე გრანდში მოხვდებაა ასეთი ადამიანი მე საქართველოს ნარებში კიარა მე 5 ლიგის სამოყვარულო გუნდშიც კი არ მინდა პირფერი და მლიქვნელი ადამიანი ჯერ კაცი უნდა იყო და პიროვნება და მერე ფეხბურთელი.
გელა
21 აგვისტო 2020 00:16
2
შესთავაზეთ უარი გითხრათ წარმატება უსურვეთ და დაივიწყეთ ეგ ფეხბურთელი მირჩევნია ჩიხურადან მოსულმა ითამაშოს ნაკრებში ვიდრე ისეთმა ფეხბურთელია ვისაც ნაკრები საკლუბო კარიერის ასაწყობათ სჭირდება ესეც იმიტო ირჩევს უკრაინას რომ საკლუბო კარიერაში ხელი არ შეშალოს ასეთი ფეხბურთელი გვინდა ნაკრებში??
ზაზა
21 აგვისტო 2020 00:05
1
კი ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელია და ამბიციურიც ამის გარდა არის კიდევ რამდენიმე წარმოშობით ქართველი ბიჭები ვინც კაი გუნდებში თამაშობენ მაგალითად ცსკას ფეხბურთელი კონსტანტინე მარადაშვილი ასევე აკაკი გოგია იუნიონის ფეხბურთელი ბუნდესლიგას თამაშობს და კიდევ არიან ასე თუ მოვძებნით მაგრამ ვისაც არ უნდა მობილური ნაკრებში თამაში იმათ არც უნდა ვეხვეწოთ საქართველოს ნაკრებში ითამაშეო ვის უნდა ვეხვეწოთ ეს უნდა იყოს პირიქით პატივი ფეხბურთელისთვის
Gio
20 აგვისტო 2020 23:59
0
ვაჩიბერაძე დაემართება ამას, ეგეც ასე იწყებდა...
შალვა
20 აგვისტო 2020 23:53
1
vachim bolos mainc chveni nakrebi airchia ar unda sheni profeseroba ak dzmakac ra :))))))))
!!!!!!
21 აგვისტო 2020 18:16
0
ასეთი ვითომკაცები არ გვინდა ჩვენი ქვეყნის ნაკრებში.ეს არაკაცობაა.გადახედოს 90-იანი წლების ხორვატ ფეხბურთელებს.საცოდავია უსამშობლო კაცი. აქ ფეხი არ უნდა დაადგმევინო.
status quo
20 აგვისტო 2020 23:48
1

სიახლეები პოპულარული