გიორგი წიტაიშვილმა ლუჩესკუს რევერანსი გაუკეთა

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა "ვერესთან" ამხანაგური მატჩის შემდეგ (3:0) გუნდის ახალი მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს ვარჯიშები შეაფასა და აქო და ადიდა. გთავაზობთ კლუბის საიტთან მისი ინტერვიუს რამდენიმე ნაწყვეტს.

"საკაოდ ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს, ამიტომ ბუნებრივია "ვერესთან" გაგვიჭირდა. ჩვენ უკვე გვესმის, რა უნდა და რას ითხოვს ლუჩესკუ. ბურთს მთელი მატჩის განმავლობაში ვაკონტროლებდით, როდესაც საჭირო იყო, "ვფეთქდებოდით".

მეორე ტაიმში ვითამაშე და საგოლე გადაცემა გავაკეთე. თუ მწვრთნელი გენდობა და ამ თვითდაჯერებულობას გადმოგცემს, თავის წარმოსაჩენად 10 წუთიც საკმარისია ხოლმე. თავს კი არამარტო მატჩებისას, არამედ ვარჯიშებისასაც
წარმოვაჩენთ. სამწვრთნელო შტაბი ხედავს, ვის რა შეუძლია.

ლუჩესკუ თითქმის ყოველდღე გვიტარებს თეორიულ მეცადინეობებს, თითქმის ერთსაათიანს და ხანდახან უფრო მეტხნიანს. გვიყვება, როგორ თამაშობენ ტოპ გუნდები და მათ შორის მის მიერ შექმნილები, კერძოდ, თურქეთის ნაკრები. ჩვენ მოგვწონს, რასაც გვთავაზობს, ფეხბურთელებს ეს აწყობთ, იგრძნობა თანამედროვე ფეხბურთი, რომ "დინამო" დაცვაში არ ჩადგება და მთელი შეხვედრის მანძილზე ბურთს გააკონტროლებს.

ეს მხოლოდ იმისათვის როდი კეთდება, რათა მხოლოდ უკრაინის ჩემპიონები გავხდეთ, არამედ, რომ თავი ევროპაშიც ღირსეულად წარმოვაჩინოთ, ჩვენ ხომ ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული თამაშები გველის".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მსოფლიოს ჩემპიონი წიტაიშვილი
შესწორება
22:39 21-08-2020
0
რევერანსის გაკეთება არ ქვია მაგას სხვა რამის გაკეთება ქვია
დავით
01:07 10-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული