კიდევ ერთი გულის შეტევა მოედანზე

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" მცველ დელი ბლინდს გულის პრობლემები კვლავ აწუხებს. გუშინ  საღამოს გამართულ "აიაქსისა" და ბერლინის "ჰერტას" მატჩში, 79-ე წუთზე ბლინდი მოედანზე  დაეცა. ფეხბურთელმა მოედანი საკუთარი ფეხით დატოვა და მაშინვე საავადმყოფოში  გადაიყვანეს.  

ამსტერდამელთა თავკაცის, ერიკ ტენ ჰაგის განცხადებით, 30 წლის მცველი ამ მომენტისთვის  მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 
დამაკმაყოფილებელია.

ბლინდს გულზე პრობლემები პირველად გასული წლის დეკემბერში გამოუვლინდა, როცა "ვალენსიასთან" შეხვედრისას ასევე მოედანზე დაეცა. ფეხბურთელს გულის კუნთის დაავადება დაუდგინეს და ოპერაცია გაუკეთეს.

რაც შეეხება შეხვედრას, ამსტერდამელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.



altუსინდისობასაც აქვს საზღვარი - "აიაქსის" კაპიტანი აღშფოთებულია, ჩემპიონობა წაგვართვესო




მკითხველის კომენტარები / 4 /
ისევ ზემაღალი დატვირთვები, თანამედროვე ფეხბურთისვის შესაბამის მაღალ ტემპში სათამაშოდ და დაზიანებული ჯანმრთელობა, თუ...
სირბილის დროს ენერგიის ძირითადი ნაწილი (70%) გრავიტაციის დაძლევაზე იხარჯება. რაც უფრო ნაკლები ენერგიის დანახაჯით შევძლებთ გრავიტაციის დაძლევას, მით უფრო მეტად გაუმჯობესდება სპორტსმენის ჯანმრთელობა და შესაბამისად თამაშის ტემპიც გაიზრდება.
მენტალური მომზადების ცენტრი
16:11 26-08-2020
0
შეიძლება უშუალოდ ეს ის შემთხვევა არ არის მაგრამ მგონია რომ ძალიან გაიზარდა ფეხბურთელების დატვირთვები. ვარჯიშები, თითქმის ყოველ 3 დღეში თამაში + სულ მგზავრობები.
გასაგებია რომ ფეხბურთის მამებს ფულის ამბავში არ აწყობთ ცოტა თამაში თუმცა მგონი ნამეტანია ესეთი კალენდრები.
თუნდაც მაგ მხრივ კარგი იქნებოდა რომ ჩემპიონთა ლიგაზე სადმე 1 ქყვეყანაში ჩავიდნენ გუნდები და მსოფლიოსავით ითამაშონ ეს ტურნირი.
Felisio
14:41 26-08-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული