ერევანში 4 პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო სომხეთის ნაკრების ორი ფეხბურთელი დააკავეს, - იტყობინება Р-Спорт-ი.
გამოცემის ცნობით, ესენი, სავარაუდოდ, ძმები მალაკიანები არიან - 29 წლის ედგარი და 26 წლის გორი.
პოლიციის კაპიტნის რაპორტში აღნიშნულია, რომ მათ აგინეს, სახეში ხელი გაარტყეს, სხეულის დაზიანება მიაყენეს და სამხრეები ჩამოაგლიჯეს.
პოლიციის კაპიტნის რაპორტში აღნიშნულია, რომ მათ აგინეს, სახეში ხელი გაარტყეს, სხეულის დაზიანება მიაყენეს და სამხრეები ჩამოაგლიჯეს.
ხულიგნობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სომხეთის ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა.