ქალები და კაცები მიიღებენ თანაბარი ოდენობის საპრიზო ბონუსებს; ასევე, ნაკრებში გატარებული თითოეული დღე თანაბრადვე აუნაზღაურდებათ.
"სქესის მიხედვით განსხვავება უკვე აღარ იქნება, რადგან სწორია ასე: ფედერაციას ქალებისა და კაცების მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება აქვს", - განაცხადა CBF-ის პრეზიდენტმა როჟერიო კაბოკლომ.
აქამდე მსგავსი გადაწყვეტილება ავსტრალიის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის ფეხბურთის ეროვნულმა ფედერაციებმა მიიღეს.
ჟუნინიომ ნეიმარის სიხარბესა და ბრაზილიელთა კულტურულ სიძუნწეზე ისაუბრა