ბელარუსების მწვრთნელი: საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები ერთი დონისანი არიან

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ალბანეთთან 0:2 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე  ბელარუსის ნაკრების მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- რა თქმა უნდა, პირველი თამაში შედეგის მხრივ არ გამოგვივიდა. არასასიამოვნოა წაგებით დაწყება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორი სხვადასხვა ტაიმი იყო. პირველ ტაიმში შეტევაში თამაში აბსოლუტურად არ გამოგვივიდა, შესვენების შემდეგ ჩვენი მოქმედებების ოდნავ კორექტირება მოვახდინეთ. სამწუხაროდ, რეალიზაციამ გვიმტყუნა. ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგი.

- რატომ თვლით, რომ შეტევაში თამაში საერთოდ არ გამოგივიდა?
- თქვენ ვერ დაგეთანხმებით, რომ თამაში საერთოდ ვერ ავაწყეთ. პირველ ტაიმში
ასე იყო. ახლა ძნელია კონკრეტული მიზეზების დასახელება, უნდა ვნახო, გავაანალიზო, ბიჭებს გამოველაპარაკო.

- ყაზახეთთან სპარინგის წინ შემადგენლობაში ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
- ბიჭების ფიზიკურ მდგომარეობას ვნახავ. ვფიქრობ, ცვლილებები იქნება, ნამდვილად იქნება.

- წაგებამ ერთა ლიგაზე ჩვენი შანსები გააფუჭა?
- ბუნებრივია, თამაშები არც ისე ბევრია და სასტარტო მატჩის სახლში წაგება... თავიდანვე თავი მძიმე მდგომარეობაში ჩავიგდეთ. მიუხედავად ამისა, ორი დღის შემდეგ თამაში გვაქვს, საჭიროა სწრაფად აღდგენა და გულდასმით მომზადება.

- შეგიძლიათ დონის მიხედვით ალბანეთი საქართველოს შეადაროთ?
- ეს თემა დღეს განვიხილეთ. ვფიქრობ, ეს ნაკრებები დაახლოებით ერთი დონისაა. ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა ჩავატარეთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თქვნ კიდე ბატონო მიხაილ დაახლოებით ესტონეთის დონის ნაკრები გყავთ ჩაბარებული...❤ თავზე დაგახევთ ბურთს დიდი პატივისცემის და მიუხედავად..❤
მევარმე
22:47 05-09-2020
2
ერთაოზ ქართველ სამ მუშკეტერს მალე გაიცნობ.... კვარა ჩაკვე ოქრი ;) მიდი ჩემთან ერთად ჩაუჯექი ეხლა იკაიფე ბიჭების ყომარით
2

სიახლეები პოპულარული