ერთა ლიგა. II ტური: იტალიამ ნიდერლანდებს, პოლონეთმა კი ბოსნიას მოუგო - ჰოლანმა ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
7 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურში 8 მატჩი ჩატარდა.

იტალიამ ბარელას მიერ პირველი ტაიმის დასასრულს გატანილი გოლით გასვლაზე 1:0 მოუგო ნიდერლანდებს. "სკუადრა აძურა" 2018 წლის სექტემბრის შემდეგ დაუმარცხებელია - მანჩინის გუნდმა ბოლო 13 შეხვედრაში 12 გამარჯვება იზეიმა.

პოლონეთმა დაძაბულ ბრძოლაში ზენიცაში 2:1 სძლია ბოსნიას.

ნორვეგიამ სტუმრად ჩრდილოეთი ირლანდია 5:1 გაანადგურა. ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა ჰოლანმა, მან დუბლი შეასრულა და წელს მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 19 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ჩეხეთის ნაკრებმა კორონავირუსის გამო მთელი გუნდი გამოცვალა, შოტლანდიას მეორე შემადგენლობით
დაუხვდა და 1:2 წააგო.

ლიგა A. 1 ჯგუფი

ზენიცა. „ბილინო პოლე“
ბოსნია - პოლონეთი 1:2
გოლები: 1:0 ჰაირადნოვიჩი (24, პენ), 1:1 გლიკი (45), 1:2 გროსიცკი (67)

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
ნიდერლანდები - იტალია 0:1
გოლი: ბარელა (45+1)

ლიგა B. 1 ჯგუფი

კლაგენფურტი. „ჰიპო-არენა“
ავსტრია - რუმინეთი 2:3
გოლები: 0:1 აიბეცი (3), 1:1 ბაუმგარტნერი (17), 1:2 გრიგორე (51), 1:3 მაქსიმი (70), 2:3 ონისივო (81)

ბელფასტი. „უინძორი“
ჩრდ. ირლანდია - ნორვეგია 1:5
გოლები: 0:1 ელიონოუსი (2), 1:1 მაკნეირი (6), 1:2 ჰოლანი (7), 1:3 სიორლოტი (19), 1:4 სიორლოტი (47), 1:5 ჰოლანი (58)

ლიგა B. 2 ჯგუფი

ოლომოუცი. „ანდრუვი“
ჩეხეთი - შოტლანდია 1:2
გოლები: 1:0 პეშეკი (12), 1:1 დაიკსი (26), 1:2 კრისტი (51, პენ)

ნეთანია. „ნეთანია სტადიუმი“
ისრაელი - სლოვაკეთი 1:1
გოლები: 0:1 დურიში (14), 1:1 ემკიესი (90+1)

ლიგა C. 4 ჯგუფი

ტირანა. „ალბანია სტადიუმი“
ალბანეთი - ლიეტუვა 0:1
გოლი: კაზლაუსკასი (51)
გაძევება: ჰიუსაი (87)

მკითხველის კომენტარები / 9 /
რვა თამაშიდან შვიდი სტუმრებმა მოიგეს,მერე გამოხტებიან ყოვლისმცოდნე პროფესიონალები და ყველგან ჩაწყობა და მაიმუნობა გელანდებათო.აბა რა იყო გუშინდელი დღე?შეხედეთ ბელარუსის ჯგუფს.ყველა თამაში სტუმრებმა მოიგეს,შეხედეთ ავსტრია-ნორვეგიის ჯგუფს მასპინძლებმა ვერცერთი თამაში ვერ მოიგეს.იტალიის ჯგუფს შეხედეთ...არ ეწყობა თურმე თამაშები,სად ეწყობა,ამას როგორ იკადრებენ.სწორედ ფულის საკეთებლადაა მოგონილი ეს ერთა ლიგა,მთავარი ფულია.ასე ნაგლად,აშკარად,მასიურად ყველა თამაში?
Master
08 სექტემბერი 2020 09:57
4
კორონა პაუზის შემდეგ,ყველა ჩემპიონატში ასე რომ არის,ვერ შეამჩნიე?მასპინძელი გუნდი,თავს მაინც ვალდებულად გრძნობს შეუტიოს,სტუმარი კი ყველაფერ ამას იყენებს და რაკი მაყურებელი ვერ ეხმარება,მასპინძელი გუნდი,მეტწილად წაგებული რჩება
სოსო
08 სექტემბერი 2020 16:16
1
ბევრი წააგე ძმა?
vvv
08 სექტემბერი 2020 13:35
2
ყველა გამოხმაურება
ვუყურე ფრაგმენტებს და გაოცებული დავრჩი,ჩეხეთის ნაკრებით.ნაკრების მთელი შემადგენლობა,22 კაცი იზოლაციაშია და სასწრაფოდ შეყრილმა მეორე ეშელონის 22 კაცმა ისე ეთამაშა შოტლანდიას,რომ ვალდებული იყო მოეგო.რამხელა რესურსი და ტაქტიკური განსწავლულობა აქვთ ფეხბურთელებს,რომ ასე,ფაქტობრივად უვარჯიშებლად,ყოველგვარი შეთამაშების გარეშე,ასეთი დონის ფეხბურთი ითამაშო და კომბინაციები გაათამაშო.
სოსო
08 სექტემბერი 2020 09:50
0
გეთანხმები მეგობარო,მეც ძალიან გამიკვირდა,თუმცაღა მაგარი ბილეთი გამიფუჭა მაგ თამაშმა(:(:(:
სოსო-ს
08 სექტემბერი 2020 14:21
0
ჰეი პესიმისტებო ჩვენი ერისავ სად ხართ? იქნებ ალბანეთიც გააკრიტიკოთ ლიეტუიასთან როგორ წააგეს და ან კიდევ ნორვეგია გააკრიტიკეთ 5:1 _ ის მეტი როგორ ვერ მოიგო. ასე რომ ისწავლეთ მოგებაა მთავარი და არა ის თუ რამდენ გოლს გაიტან. პლეიოფი ხომ არაას ორ მატჩიანი რომ ბურთებს ქონდეს მნიშვნელობა. ან ის მაინტერესებს რინგზე მოკრივემ ერთი დარტყმით რომ მოიგოს როგორ გააკრიტიკებთ? ბევრი რატომ არ ურტყიო? ან კიდევ ტალახაძე რომ ყველა შეჯიბრში რეკორდებს ამყარებს მაშინ როგორააა? 263 კილოზე მეტი როგორ ვერ აწიეო? შეეშვით პესიმიზმს რაააააა.
roma bejanidze
08 სექტემბერი 2020 01:09
6
რომა რატომ გიკვირს? აბა პესიმისტი რისი პესიმისტია, თუ სხვასაც არ გაუფუჭეს ხასიათი. პირად მე ასეთ ადამიანებს ვერიდები.
ოპტიმისტი
08 სექტემბერი 2020 10:25
1
სამ თამაშში დანიასთან,ირლანდიასთან და ესტონეთთან თამაშიდან ფეხით ბურთი კარში არ დაურტყავთ.ფეხბურთის არსი რა არის?გოლის გატანა,თუ კარის ჩარჩოში ვერ მოარტყი სამ თამაშში ბურთი,გოლს როგორ გაიტან?ასე მივა ბელარუსთან თამაშში პენალტების სერიამდე,სადაც ან გაგიმართლებს ან არა და მერე ვიძახოთ ვისწავლოთ მოგებაო.ერთადერთი ლობჟანიძე ცდილობდა კარში დარტყმას,დანარჩენს ფაქტიურად მცდელობაც არ ქონიათ.ვისწავლოთ ჯერ თამაში და მერე მოგება,პირიქით არ ხდება.
Basti
08 სექტემბერი 2020 10:24
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული