სუარესი არჩევანის წინაშე - რომელიც მეტ ფულს გადაუხდის, იმ გუნდში გადავა

AutoSharing Option
თავდამსხმელ ლუის სუარესის "ბარსელონადან" "იუვენტუსში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო. ტურინულმა კლუბმა 2+1 სისტემის კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა და ის დათანხმდა, მაგრამ შემდეგ "ატლეტიკო" უფრო მაღალ ანაზღაურებას დაჰპირდა.

33 წლის ურუგვაელი ხვდება, რომ კარიერაში უკანასკნელი დიდი ტრანსფერის წინაშეა და არ უნდა, შეცდომა დაუშვას.

ჯერ "ატლეტიკოს" მისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს და "ბარსასთან" ხელშეკრულებაც გასაწყვეტი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველას გეთანხმებით სუარესის დაფასებაში და კუმანის შეფასებაში,მაგრამ კუმანი,გიჟი ნამდვილად არ არის.მესის გაშვებით,ბარსა ძალიან დიდ შემოსავლებს დაკარგავს და ამიტომ ყველაფერი იღონეს მის დასარჩენად,მაგრამ ამავე დროს,კუმანს ახალი გუნდის გაკეთებაც სურს,რომელიც ალბათ განსხვავებულ ფეხბურთს ითამაშებს.თუ სუარესსაც დატოვებდნენ,მესი სუარესის დუეტი,ყველაფერს მაინც თავის ჭკუაზე წაიყვანდნენ და ვფიქრობ სწორედ ამიტომ ელევიან,მას.სხვანაირად ასეთი დონის ფორვარდის მოშორება,ვერაფრით ავხსენი.
სოსო
09:20 11-09-2020
1
ოხ კუმან შენი.. ასეთი ფეხბურთელის გაშვებისათვის. ვერ წარმომიდგენია სუარესი სხვა გუნდში, მითუმეტეს ატლეტიკოში. რას დაეტაკა ეს ბულდოგი მაინცდამაინც სუას. ძაან მენანება და გული მწყდება ამ ფეხბურთელზე.
koba
21:55 09-09-2020
1

სიახლეები პოპულარული