"გენტამდე" კიევის "დინამომ" ცეცაძის "ლვოვს" ძლივს მოუგო

AutoSharing Option
გია ცეცაძის "ლვოვი" უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურში კიევში 1:3 დამარცხდა "დინამოსთან".

"დინამოს" 23 და 29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები აქვს "გენტთან" ჩასატარებელი და მწვრთნელმა ლუჩესკუმ წამყვანი ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა. მან სასტარტოში წიტაიშვილიც დააყენა, რომელიც უკანასკნელ შეხვედრებში განაცხადში არ იყო.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და ლუჩესკუ იძულებული შეიქნა შესვენების შემდეგ 4 ფეხბურთელი და მათ შორის წიტაიშვილი გამოეცვალა. დედაქალაქელებს გაუჭირდათ, მაგრამ მაინც გაიმარჯვეს.

"ლვოვმა" კი სეზონის სტარტზე მეორე მარცხი განიცადა და აუტსაიდერია.

დინამო - ლვოვი 3:1
გოლები: 1:0 ციგანკოვი (48, პენ),
1:1 ჩელიჩი (62), 2:1 შაპარენკო (87), 3:1 სუპრიაგა (90+5)
გაძევება: მიჰოუბი (83, ლვოვი)

მკითხველის კომენტარები / 5 /
წინა თამაშიც ცეცაძის გუნდს ძლივს მოუგეს :)
L.J.
22:07 20-09-2020
1
3-1 ძლივს მოგებაა? თუმცა ბაიერნის დამაჯერებელი 8-0 ის შემდეგ ალბათ კი ... :D :D
dima
12:29 20-09-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული