კარგი შესრულება - მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატზე მეექვსე გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პირველი ლიგის ჩემპიონატზე გიორგი მიქაუტაძემ მეექვსე გოლი გაიტანა.

19 წლის მიქაუტაძის "სერენი" მეოთხე ტურში სტუმრად 2:3 დამარცხდა "უნიონთან". გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, 59-ე წუთზე ანგარიში 2:2 გახადა, თუმცა მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. არადა, მოგების შემთხვევაში "სერენი" ერთპიროვნულად გალიდერდებოდა.

მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა და "მეციდან" "სერენშია" განათხოვრებული.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მეცი საფრანგეთის ლიგა 1 ტრადიციული გუნდია ახალგაზრდა 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი განათხოვრეს იმ კლუბში სადაც ექნებოდა სათამაშო პრაქტიკა და ყველა საშუალება განვითარებისა და გამოცდილების მიღების დაკვირდებიან თუ მოუმატებს და ექნება კარგი შედეგები დააბრუნებენ მეცში და ძირითადში ათამაშებენ
ეს აპრობირებული მეთოდია საკლუბო ფეხბურთში.
რაც შეეხება ნაკრებს ამისათვის უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა ამის შემდეგ ავტომატურად ხდება უკვე ლეგიონერი საფრანგეთში, რადგან საფრანგეთი უწყვეტს მოქალაქეობას ,ხოლო აი ეს სიტუაცია რამდენად ჯდება ფეხბურთელის და თავად იმ კლუბის ინტერესებში სადაც თამაშობს უკვე მეორე საკითხია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის შეიძლება კარიერის სტარტზე როცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი ეს გარკვეულ წილად დაბრკოლებაა. აკაკი გოგია უარი თქვა საქართველოს ნაკრებზე რადგან ამ შემთხვევაში გერმანის მოქალაქეობის დათმობა უწევდა და ხდებოდა ლეგიონერი და აქედან გამომდინარე მან ეს არ ისურვა,მიქაუტაძის შემთხვევაში რა იქნება არ ვიცი ეგ უკვე ფეხბურთელზეა დამოკიდებული მე ვისურვებდი მის ხილვას ნაკრებში ახლა თუ არაა მომავალშიც.
გიორგი
20 სექტემბერი 2020 02:54
1
კარგი ბიჭია არანაირად არაა დასაკარგი ფეხბურთელი
გიო
20 სექტემბერი 2020 02:39
1
საქართველოს მოქალაქეობისმინიჭება საჭიროა იმიტომ რომ ამჟამად არგვყავს გოლზე ორიენტირებული თავდამსხმელი ისეთი როგორიც იყო შენგელია ამ ყმაწვილს აქვს ესეთი თვისება და საერთოთ მე მიმაჩნია რომ ყველა ქართველი მარგალიტების შესაგროვბელია
იბერიელი68
20 სექტემბერი 2020 12:16
1
რა იცით ხოლმე, სადაც ქართულ გვარს გაიგონებთ, ყველას საქართველოს ნაკრებში ეპატიჟებით, ჯერ აზრი მაინც შეეკითხეთ, აქვს სურვილი მოქალაქეობის შეცვლის თუ არა.
Gio
20 სექტემბერი 2020 11:30
16
შეცვლას არავინ თხოვს. ორმაგი მოქალაქეობით იქნება ერთროულად საფრანგეთის და საქართველოს მოქალაქე რაც არაფერში არ დააზარალებს. პრეზიდენტი მიაბიჭებს საგანგებო განკარგულებით. ასეთი შეთანხმება არსებობს სფფ-ს და პრეზადმინს შორის უკვე მრავალი წელია.
ზაზა
21 სექტემბერი 2020 16:30
0
მახვილი კუთხიდან კარგად ურტყამს, წინა თამაშში მეორე მხრიდან გაიტანა. ასეთ შესრულებას ნამდვილად დონე სჭირდება.
ლაშა
21 სექტემბერი 2020 16:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული