
ბელგიური voetbalkrant-ი გაოცებას ვერ მალავს პირველ ლიგაში "სერენის" გალიდერებით, ვინაიდან ეს გუნდი აღნიშნულ დივიზიონში რამდენიმე კლუბის გაკოტრების შედეგად აღზევდა. "სერენმა" "მეცისგან" ერთბაშად 7 ფეხბურთელი და მათ შორის, თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე აიყვანა იჯარით და არც უნანია.
გიორგი, რომელიც 31 ოქტომბერს 20 წლის გახდება, 9 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. გამოცემა მას აქებს და აღნიშნავს, რომ საფრანგეთში დაბადებულს შეუძლია მცველები სიკვდილამდე შეაშინოს და საქართველოს ნაკრები აირჩიოს.