როგორ მოხვდა სამატჩო განაცხადში უკრაინის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა?! მიზეზი კორონავირუსია. უკრაინის ნაკრების 3 მეკარიდან 2-ს კორონავირუსი დაუდასტურდა და მხოლოდ კიევის "დინამოს" მეკარე გეორგი ბუშანი არის ჯანმრთელად. უკრაინელებმა იფიქრეს, იფიქრეს და სათადარიგო მეკარედ ლეგენდარული კიპერი დააყენეს.
აღმოჩნდა, რომ უეფას რეგლამენტი იძლევა უფლებას, სამატჩო განაცხადში შევიდეს ადამიანი, რომელსაც პროფესიონალურ კლუბთან კონტრაქტი არ აქვს, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეა.