მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ედსონ არანტეს დო ნასიმენტო, იგივე პელე, 80 წლისა მოიყარა.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ მას დაბადების დღე მიულოცა: "ფეხბურთის სამეფო მისი უდიდებულესობის 80 წლისთავს აღნიშნავს! დიდოსტატი, რომელიც გვახარებდა დრიბლინგებით, გოლი გოლზე გაჰქონდა და ტიტულს ტიტულზე იხვეჭდა. გილოცავთ, პელე!".
პელეს იუბილე პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა მიულოცა. "მადლობა ყველაფერ იმისათვის, რაც ფეხბურთისათვის გააკეთე. გაუმარჯოს მეფეს. დაბადების დღეს გილოცავ, მეფე პელე", - წერს ნეიმარი "ტვიტერზე".