კადიროვის მრჩევლის შვილმა ჩეჩნეთში მსაჯს მოედანზე სცემა

AutoSharing Option
გროზნოს "ახმატისა" და მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდული გუნდების მატჩის შემდეგ მსაჯი ბოგდან გოლოვკო სცემეს.

არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის სპორტის საკითხებში მრჩევლის, ჰაიდარა ალხანოვის შვილმა, საიდ-ჰუსეინ ალხანოვმა მიაყენა, რომელიც კლუბის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.

ჩეჩნურმა კლუბმა მსაჯს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ დამნაშავეებს დასჯის.

თავად კადიროვი "ახმატის" საპატიო პრეზიდენტია და მატჩებისას ხშირად მიკროფონით აგინებს მსაჯებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაი ჟურნალისტო მსაჯი სცემა,მსაჯი სცემა .ესეა ქართულად.
თამაზი
24 ოქტომბერი 2020 16:12
5
ეგეთი სახალისო რამე თუ ხდება ( კადიროვის მიკროფონით გინება ) ატვირთეთ თქვე დალოცვილებო :) )))
კრაზანა
24 ოქტომბერი 2020 10:12
2
ენას ძვალი არ აქვს))მთავარია სისულელე დაწერო,ფაქტი საჭირო არ არის))
საბა
11 დეკემბერი 2020 07:11
0

სიახლეები პოპულარული