"მე კორონავირუსი დამიდასტურდა. კარგად ვარ, მკურნალობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს" - აცხადებს რონალდინიო.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ბრაზილიელი ლეგენდა თავის ძმასთან ერთად პარაგვაის აეროპორტში ყალბი პასპორტის ქონის გამო დააპატიმრეს.
რონალდინიო და მისი ძმა გირაოს, 1.6 მილიონი ამერიკული დოლარის, სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
წყარო - Sport.ru
რონალდინიოს თაობაზე პარაგვაის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო