მესი თუ რონალდო? მარადიულად უპასუხო კითხვა [ბლოგი]

AutoSharing Option
უმეტეს შემთხვევაში, სიყვარული, მოწონება და სიმპათია ამა თუ იმ ფეხბურთელის მიმართ ვერ გამოხატავს რეალურ სურათს. მაგალითად, ჩემთვის ყველაზე დიდ სიმპათიას და სიყვარულს ფერნანდო ტორესი იწვევდა, მაგრამ ხომ აბსურდი იქნება მტკიცება, რომ ის ყველას სჯობს? 

ჩემთვის ყველაზე დიდი ტალანტი ბრაზილიელი რონალდოა, მაგრამ გამომდინარე მისი კარიერიდან, ვერც მასზე ვამბობ, რომ ერთადერთი საუკეთესოა. ზიდანის ელეგანტურობა, ანრის გამორჩეული მანერა, ინიესტას გონიერება და კიდევ მრავალთა განსაკუთრებული თვისებები გვიყალიბებს მათ მიმართ სიმპათიას და ამიტომაც გვიყვარს ფეხბურთი.

ყველაზე ქარიზმატული და მთელი გუნდის სულისჩამდგმელი მარადონა გახლდათ, რომელმაც სკეპტიკოსების
"გულის გასახარად" ყველას დაანახა თავისი სიდიადე.

და როგორ ფიქრობთ, უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მესის, საფეხბურთო კლასის მიხედვით, უფრო აამაღლებს? ის ხომ მხოლოდ ტიტულია, თორემ მინდორზე მისი მოქმედება მუნდიალების ვერმოგების შემდეგაც იგივე დარჩა, რაც მანამდე იყო.

ხშირად მესის და კრიშტიანოს შედარებისას მთავარი საფეხბურთო კრიტერიუმი უგულებელყოფილია, რადგან მესისთვის ცენტრიდან თამაში და უშუალოდ ფორვარდის პოზიციაზე მოქმედება ერთი და იმავე წარმატებით ხდება, ხოლო კრიშტიანო "რეალში" მისვლის შემდეგ, განსხვავებით "მანიუსგან", მხოლოდ გამოკვეთილი ცენტრფორვარდია და სწორედ აქ ხდება გატანილ გოლებსა და სტატისტიკაზე აპელირება, რაც არასწორი განსაზღვრა მგონია.

ჩემი აზრით, დღევანდელ რეალობაში მკაფიოდ მტკიცება - მესი თუ რონალდო, არა გემოვნების საკითხი, არამედ ამ დიდებულების არასწორად აღქმაა.

მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო თუ არა მესიმ, მისი საფეხბურთო კლასი, ნიჭი და ხელოვნება გულშემატკივართა აღფრთოვანებას იწვევს, ისევე, როგორც კრიშტიანოს გოლეადორული თვისებები და მუდმივი სწრაფვა პირველობისკენ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
არც ერთი და არც მეორე! ჟერ, რონალდინიო და ზლატანი, მერე 100(ასი) ადგილზე არავინ და შემდეგ მესი, რონალდო და დანარჩენი ყარტაყურტა კლიენტები.
დ.დ.
28 ოქტომბერი 2020 02:54
33
მესხი თუ რომგელანდოს? რა თქმა უნდა ჩელებაძე...
ჩელე
ჩელე
ჩელე
არტოს, პარტოს, ჩელებაძე, იშტოიანი და გუჯაბიძე.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
27 ოქტომბერი 2020 22:35
15
კვერცხი თუ ქათამი?
პელე
27 ოქტომბერი 2020 21:53
1
კვერცხი თუ ქათამიო - მიხოს ჰკითხეს რა უფრო ადრე იყოო, ქათამი თუ კვერცხიო? მიხომ უთხრა: - ეჰ, ადრე ყველაფერი იყოო. ბიძაჩემის ანეკდოტი :დ
რაგბის ფანი
31 დეკემბერი 2020 10:39
0
არც ერᲗი და არც მეორე
მოქალაქე
12 მაისი 2022 22:43
1
ეხ ჯენტილე ჯენტილე მე არ მინახავს რომ რონალდოს ან მესის ჯენტილესნაირი სტილის მცველ ფეხბურთელების წინააღმდეგ ეთამაშათ, ასეთი სტილის მცველები მათ ორივეს მართლა დაასალამურებდნენ
მგელი
02 იანვარი 2021 08:06
5
ტურამი დაგავიწყდა ფილიპ ლამიისინი ყველას აჩერებდნენ პუიოლიც მათ რიცხვში იყო და კარლოსიც
მერაბი
12 იანვარი 2021 04:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული