იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ, რომელმაც "ინტერი" გასულ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, მადრიდის "რეალის" შესაძლო თავკაცობაზე ისაუბრა.
"მე მქონდა შესაძლებლობა, გავმხდარიყავი მადრიდის "რეალის" მწვრთნელი, მაგრამ ამისთვის დრო არ იყო სწორი. როდესაც ძალიან ახლოს ვიყავი "რეალთან", სეზონი დაწყებული იყო და ძალიან რთული იქნებოდა გუნდში სეზონის მიმდინარეობისას შესვლა" - განაცხადა კონტემ "გოლთან" ინტერვიუში.
წყარო - sport.ru