"სან პაულუს" მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა "ბარსელონას" მარჯვენა მცველ სერჟინიო დესტზე ისაუბრა.
"რა რჩევას მივცემდი დესტს? ყველაფერი მარტივია, უბრალოდ პასი მესის მიეცი.
ჟორჟინიო მაღალი დონის ფეხბურთელია. მას "ბარსაში" კარგად თამაში შეუძლია, თუმცა შედარებები არ მიყვარს.
მსგავსი რამ იყო ჩემსა და კაფუს შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ შედარებებს აზრი არ აქვს", - თქვა ალვეშმა.
მომზადებულია RAC1-ის მიხედვით