გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრების კაპიტანობას ეჩვევა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის "სპარტაკის" მცველი გიორგი ჯიქია თურქეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ რუსების კაპიტანი იქნება.

"მოლდოვასთან გამართულ მატჩში ჯიქია პასუხისმგებლობით მიუდგა მოვალეობებს და პირნათლად შეასრულა ისინი. გიორგი ხომ "სპარტაკსაც" კაპიტანობს და ფუქნციებიც იცის.

მოდლოვას წინააღმდეგ ნაკრებს პირველად უკაპიტნა, თუმცა მოვალეობებს გაუმკლავდა და გუნდს კარგად ხელმძღვანელობდა. სწორედ ამიტომ, კაპიტანი მომდევნო შეხვედრაშიც ის იქნება,"- თქვა ჩერჩესოვმა.

მოგეხსენებათ, ინტიმური სკანდალის გამო რუსეთის ნაკრების კაპიტანი არტიომ ძიუბა გუნდს ჩამოაშორეს... რაც შეეხება გიორგი ჯიქიას, რაც უნდა იყოს, გულდასაწყვეტია, როცა აფხაზეთიდან
ლტოლვილი ადამიანი იმ ქვეყნის ნაკრების კაპიტანი ხდება, რომლის "წყალობითაც" მის ოჯახს მშობლიური მიწიდან აბარგება მოუწია...

მომზადებულია sportbox-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს საქართველოს ყოველთვის ყავდა მოღალატეები,გალსტუკისჭამიები,კასტილიანი ტიპები,ლეშიჭამიები,შადიმანები,ყორღანაშვილები და ეხლა ეს ერთუჯრედიანი არსება.ასე რომ...მე ის მიკვირს რატო სწერთ ამ არსებაზე ხშირად.
ლ.გიო
19:33 15-11-2020
5
ჯიქიას რატო წერთ? დჟიკიЯ დაწერეთ ხოლმე გაუსწორდება, ესაა მაგის მშობლიური გვარი (სამშობლოში რუსეთს ვგულისხმობ)
თემო
19:55 15-11-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული