ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელ გორან პანდევს მიაჩნია, რომ კარიერის უმნიშვნელოვანესი გოლი თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში გაუტანა.
"უდავოდ ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი გოლია, რადგან ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. ეროვნულ გუნდში 20 წელია ვარ, ბევრი ცუდი რამ მოხდა, ბევრი უსიამოვნება გადავიტანე. თუმცა, როგორც კი მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ თავისი პროექტი გამაცნო, დიდხანს არ მიფიქრია და დაბრუნება გადავწყვიტე.
ჩვენ მშვიდად თამაში და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შეგვიძლია", - განაცხადა პანდევმა Ал-џазира балкан-თან ინტერვიუში.