
დღეს ქ. ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ევროპის ერთა ლიგის ფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართა. ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ესპანეთს მილანში, ხოლო საფრანგეთი ბელგიას ტურინში დაუპირისპირდება.
მატჩები, შესაბამისად, 2021 წლის 6 და 7 ოქტომბერს ჩატარდება. ფინალი და მატჩი მესამე ადგილისათვის 10 ოქტომბრისთვის დაინიშნა.