ბელგიის 1В დივიზიონის მე-14 ტურში "მოლენბეკთან" შეხვედრის დასასრულს "სერენის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბურთზე ბრძოლისას მეტოქე გუნდის წაქცეულ მცველს, ჟილ რუისენს დაახტა და გააძევეს.
"სერენის" საიტი იტყობინება, რომ ფეხბურთის ფედერაცია მიქაუტაძის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯას აპირებდა, მაგრამ კლუბმა გააპროტესტა და საბოლოოდ სამმატჩიანით დასაჯეს. მას აგრეთვე ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ეს დღე მალე უნდა დავივიწყოთო, წერს "სერენი", რომელიც პირველ დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვის და უახლოეს 3 შეხვედრაში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ძალიან დააკლდება.