ნუთუ, მესი მართლა გადავა პსჟ-ში?

AutoSharing Option
Football Transfers-ის ცნობით, პსჟ-ის საკლუბო მაღაზიების თანამშრომლები უკვე გააფრთხილეს, "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის მათ გუნდში გადასვლისთვის მზადყოფნაში იყვნენ და თითქოს, ამის თაობაზე პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა მალე ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს.

მესის პსჟ-ში გადასვლის ალბათობაზე უკანასკნელ ხანს ბევრს ლაპარაკობენ და გამორიცხული სულაც არ არის,  ტრანსფერი ზაფხულში მართლაც შედგეს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ეს პრობლემა კლუბის პრეზიდენტ ნასერ ელ-ხელაიფის ნამდვილად არ აქვს და უეფას ფინანსური ფეარ-პლეის მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც როგორმე მოახერხებს, მით უმეტეს, მესი "ბარსადან" თავისუფალ აგენტად წავა.

მესის "პარი სენ ჟერმენში" აქტიურად ეპატიჟება
ფორვარდი ნეიმარი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამდენ ჭორებს რა გაუძლებს. ხან, მან სიტი, იუვე, ინტერი, ეხლა პესეჟე. კარგით რა მართლა რა? ამ ჭორიკანა მასმედიამ უკვე მოხნა ტვინი. მესი ბოლომდე ბარსაში დარჩება და აქ ჩამოკიდებს ლურსმანზე ბუცებს.
barsa
13:05 16-12-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული